მეცნიერებმა ქალების ხასიათის კალენდარი შეადგინეს

მეცნიერებმა ქალების ხასიათის კალენდარი შეადგინეს

ევროპელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ქალების ხასიათი დიდწილადაა დამოკიდებული კვირის დღეებზე. ამის შესახებ გამოცემა Focus-ი წერს.

ბრიტანული კოსმეტიკური ფირმის St. Tropez-ის თანამშრომლებმა 2000-ზე მეტი ქალი გამოკითხეს, რათა დაედგინათ, როგორ იცვლება ქალების ხასიათი კვირის განმავლობაში.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმეტესობა ორშაბათს თავს დაბერებულად გრძნობს. კოსმეტოლოგების თქმით, ეს გასაკვირი არაა, თუ შაბათს და კვირას ალკოჰოლი მიიღეთ და მთელი ღამე ერთობოდით. დღე-ღამეში ძილს 7-8 საათი უნდა დაეთმოს, ხოლო ალკოჰოლური სასმელი ორგანიზმში სამი დღის განმავლობაში რჩება.

მიუხედავად ამისა, ყველაზე მავნე დღე ქალებისთვის ოთხშაბათია. სამუშაო კვირის დასაწყისიდან ოთხშაბათამდე სამსახურში ქალები სტრესს განიცდიან.

გამოკითხულთაგან ყოველმა მეათემ აღიარა, რომ მათთვის ოთხშაბათი ყველაზე რთული დღეა. დღის მეორე ნახევარში თითქმის ყველა მათგანის ქმედითუნარიანობა მცირდება. ხასიათის ასამაღლებლად ქალები ხშირად ტკბილეულს მიირთმევენ, რაც ასევე უარყოფითად აისახება სახის კანზე.

კვირის რომელი დღეა ქალებისთვის ყველაზე კარგი? როგორც აღმოჩნდა საუკეთესო დღე პარასკევია. გამოკითხულთა 60% სამუშაო კვირის ბოლო დღეს თავს შესანიშნავად გრძნობს. ქალის ორგანიზმი მომავალი შაბათ-კვირის მოლოდინში პარასკევს ენდორფინის დიდ დოზას გამოიმუშავებს, რაც მათ ბედნიერების განცდაში ეხმარებათ.

მომზადებულია Focus-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს