სამსახურში დაწყებული რომანების 30% ქორწინებით გვირგვინდება

სამსახურში დაწყებული რომანების 30% ქორწინებით გვირგვინდება

სამსახურში დაწყებული რომანების 30% ქორწინებით გვირგვინდება. ყოველი 10 დასაქმებულიდან 3 - თანამშრომელზე ქორწინდება. კვლევა კომპანია CareerBuilder-მა წარმოადგინა.

ეს შედეგები იმით აიხსნება, რომ პარტნიორები ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან, ერთნაირი სამუშაო გრაფიკი აქვთ, უფრო მეტი სასაუბრო თემა აქვთ და სხვა წყვილებისგან განსხვავებით, მათ შესვენებაზე ლანჩიც დროსაც კი შეუძლიათ შეხვედრა.

ყველაზე ხშირად სამსახურებრივი რომანი ვითარდება ისეთი პროფესიის წარმომადგენლებს შორის, როგორიცაა სამედიცინო სფერო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფინანსური სერვისები.

გამოკითხული 4 216 დასაქმებული ადამიანიდან 31%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია სასიყვარულო ურთიერთობა კოლეგასთან. 29%-ს მასზე მაღალ თანამდებობაზე მყოფი შეყვარებული ჰყავდა, 16% - უფროსის პარტნიორი იყო. თუმცა, კვლევა ადასტურებს, რომ მაღალ თანამდებობაზე მყოფი პარტნიორის, თუნდაც უფროსის საყვარლები უმეტესად ქალები არიან, ამ მხრივ მამაკაცების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია. დასაქმებული ადამიანების 20% ამბობს, რომ არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეთ, იმ პროფესიის პარტნიორზე დაქორწინდებოდა, რომელიც თავად აირჩია. განურჩევლად სქესისა, გამოკითხულთა 35% კოლეგასთან რომანს საიდუმლოდ ინახავს.

ექსპერტი რეიჩელ დეალტო, რომელმაც ფლირტსა და ურთიერთობებზე რამდენიმე წიგნი დაწერა, ამბობს, რომ უმჯობესია კოლეგებმა გრძნობები სამსახურში არ გამოხატონ.

მომზადებულია careerbuilder.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს