კახეთში თანამდებობიდან 665 საჯარო მოხელე გათავისუფლდა

კახეთში თანამდებობიდან 665 საჯარო მოხელე გათავისუფლდა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე კახეთში თანამდებობიდან 665 საჯარო მოხელე გათავისუფლდა - ამ მონაცემებს კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, კახეთის რვავე რაიონში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის საფუძველზე ხორციელდება.

"ფაქტია, რომ ახლადდანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულვებელყოფენ. მაგალითად, გურჯაანის გამგებლის მოადგილე, ზურაბ დანელიშვილი არ მალავს, თუ როგორ დაავალა გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსს, მის სამ თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადებები დაეწერათ, - აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა