მამაკაცმა მეუღლე ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ იხილა

მამაკაცმა მეუღლე ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ იხილა

ბრიტანელმა უსინათლო მამაკაცმა მეუღლე პირველად ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ დაინახა. სწორედ 10 წლის შემდეგ შეძლო მან მხედველობის დაბრუნება და ცხოვრების თანამგზავრის დანახვა.

ის 10 წლის იყო, როდესაც ჭინჭრებში ჩავარდა და დაისუსხა. ალერგია გართულდა და საბოლოო ჯამში ე.წ სტივენ-ჯონსონის სინდრომი გამოიწვია. რამდენიმე კვირის განმავლობაში ბიჭი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. საბოლოოდ მხედველობა დაკარგა.

როგორც guardian-თან აცხადებს, მამაკაცს არ ეგონა, რომ მას ოდესმე რომელიმე ქალი ცოლად გაჰყვებოდა, თუმცა შემდეგ გურჯეტი გაიცნო. წყვილმა სრულფასოვანი ოჯახი შექმნა. მამაკაცს კომპიუტერების საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა, ამიტომ ოჯახს ფინანსურად არასდროს გასჭირვებია.

ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები. მამაკაცმა ოპერაცია აშშ-ში, ბრიჯტონის საავადმყოფოში გაიკეთა და პირველად დაინახა თავისი მეუღლე.

"ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. მე დავინახე ჩემი მეუღლე, ექიმები, ყველაფერი", - ამბობს ის.

მომზადებულია guardian.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს