კაფე, სადაც შესვენებაზე იძინებენ

კაფე, სადაც შესვენებაზე იძინებენ

ტოკიოში არსებობს კაფე "Quska", სადაც მისულ სტუმრებს გემრიელი კერძების დაგემოვნების შემდეგ დასვენება შეუძლიათ. ტოკიოში ქალბატონები ძალიან ბევრს მუშაობენ, ლანჩის დროს კი კაფის წყალობით, შესაძლებლობა ეძლევათ, დაისვენონ კიდეც.

როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძილია და მათი მიზანია, დაძაბული სამუშაო გრაფიკის დროსაც კი ადამიანებს დასვენება შესთავაზონ. რესტორანში სხვადასხვა სტილის ლოგინებია განთავსებული და საწოლის დიზაინის მიხედვით ფასიც იცვლება.

დასაქმებული იაპონელები განებივრებულები არიან - ხშირად აქვთ შვებულება, თანამშრომლებს გზავნიან კურორტებზე და ლანჩისთვის რამდენიმე საათი აქვთ. შესაბამისად, ეს დაწესებულება ერთადერთი არაა, რომელიც "ძილის სალონის" ფუნქციას ითავსებს, "Quska" გამორჩეული იმითაა, რომ მხოლოდ ქალბატონებს ემსახურება.

მანდილოსნების განწყობის ამაღლებას კაფეში განთავსებული სპა-სალონები, კოსმეტიკური ცენტრები და სავარჯიშო დარბაზები უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ ქალბატონებს სამსახურში დაბრუნება არ დაავიწყდეთ, ყველა ლოგინს სპეციალური მაღვიძარები აქვს, რომელსაც თითოეული კლიენტი თავად მართავს. დაწესებულება დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღის განმავლობაში რელაქსაციისთვის უამრავი ადამიანი სტუმრობს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს