რას ამბობდნენ წლების წინ ვარსკვლავები სიყვარულის შესახებ:
ჯენიფერ ენისტონი:
”სიყვარული - პირობითია. დღეს სიყვარული ჩემთანაა, ხვალ კი გაიხედავ და უკვე ანჯელინა ჯოლისთან”.

მელ გიბსონი:
”20 წლიანი ქორწინების შემდეგ, მგონი უკვე ვხვდები, რა სურს ქალს. სიყვარული ქალისთვის არის რაღაც შუალედური, დიალოგსა და შოკოლადს შორის. მამაკაცისთვის კი ეს გრძნობა არის რაღაც - სექსსა და ლუდს შორის” .

მონიკა ბელუჩი:
”არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ამბობენ, რომ მამაკაცის სურვილი მათ ამცირებს. მგონი ასეთ ქალებს საკუთარ თავთან პრობლემები აქვთ”.

კატრინ დენევი:
”საუკეთესო გზა მამაკაცის სიყვარულის შესანარჩუნებლად მასზე გათხოვებაა”.

ჯონი დეპი:
”დიდი სიყვარულის საფუძველი ნდობაში, ერთმანეთის სიხარულის გაზიარებაში, ერთმანეთის პირადი ცხოვრების და პროფესიული არჩევანის პატივისცემაშია”.

ჩარლი ჩაპლინი:
”შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვისაც უყვარს შენი გაშიშვლებული სული”.

ჯონ ლენონი:
”ყველა მამაკაცის მამოძრავებელი ძალა ქალია. ქალის გარეშე ნაპოლეონიც კი უბრალო იდიოტი იქნებოდა. მამაკაცი, რომელიც სიყვარულზე ჭკვიანურად საუბრობს, შეყვარებული არ არის”.

შერი:
”ზოგიერთი ქალის უბედურება იმაშია, რომ მათ უმნიშვნელო რამეები იტაცებთ და შემდეგ ამ უმნიშვნელო რამეების გამო თხოვდებიან”.

მერლინ მონრო:
ზოგჯერ ჩემთვის საყვარელი ადამიანის გვერდით უბრალოდ ჯდომაც საკმარისია. საკმარისია შეხება და დუმილიც. გრძნობა იმდენად აერთიანებს თქვენს სულებს, რომ უკვე მარტო აღარ ხართ”.

ანჯელინა ჯოლი:
”როდესაც ვინმეს ვუყვარვარ და როდესაც ვინმეს ბედნიერს ხდი, უეცრად თავს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ადამიანად ვგრძნობ”.

კოკო შანელი:
”სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გიცავს სიბერისგან”.

ვუდი ალენი:
”სექსი დაძაბულობას ხსნის. სიყვარული დაძაბულობას ქმნის”.

ბრიჯიტ ბარდო:
”სიყვარული ეს სულის, გონებისა და სხეულის ერთობლიობაა”.