როგორ ატყუებენ ძაღლები პატრონებს

როგორ ატყუებენ ძაღლები პატრონებს

ახალმა კვლევამ უცნაური კანონზომიერება დაადგინა: როდესაც ძაღლები დარწმუნებულები არიან, რომ პატრონი მათ ვერ ხედავს, საკვებს იპარავენ.

წლების განმავლობაში ძაღლების პატრონები ირწმუნებოდნენ, რომ მათი შინაური ცხოველები ჭკვიანები არიან და პატრონის უსიტყვოდ ესმით. თუმცა აქამდე ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ იყო.

ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც პატრონი ძაღლს საკვების აღებას უკრძალავს, სიბნელეში ძაღლი საკვებს იპარავს. ეს იმას ამტკიცებს, რომ ცხოველებმა იციან, რომ ადამიანი სიბნელეში ცუდად ხედავს. შესაბამისად შანსი იმისა, რომ ოთხფეხა მეგობარი ”ქურდობაზე” გამოიჭირონ, მცირდება.

პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ მათ აღმოჩენას სარგებლობის მოტანა შეუძლია ძაღლების იმ ჯგუფისთვის, რომლებიც სხვადასხვა საზოგადოებრივი სამსახურისთვის იწრთვნებიან (პოლიცია, უსინათლოთა დახმარება).

ექსპერიმენტში 100-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი  შინაურ ცხოველებთან ერთად სხვადასხვა განათების შენობებში მოათავსეს. ძაღლები ერთნაირად მშივრები იყვნენ და შესაბამისად საკვების მოპოვების ერთნაირი ინტერესი ამოძრავებდათ.

ყოველმა პატრონმა თავის ძაღლს საჭმლის აღება აუკრძალა. აღმოჩნდა, რომ შედარებით ბნელ შენობებში ძაღლები საჭმელს უფრო თავდაჯერებულად იპარავდნენ, ვიდრე შედარებით განათებულ შენობაში.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს