ტაილანდში ჰულა-ჰუპის რეკორდი მოხსნეს

ტაილანდში ჰულა-ჰუპის რეკორდი მოხსნეს

ტაილანდში ჰულა-ჰუპის რეკორდი მოხსნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა 4483-მა ადამიანმა მიიღო. ისინი ჰულა-ჰუპს მუსიკის თანხლებით 7 წუთის განმავლობაში ატრიალებდნენ.

აქცია ფეხბურთის მოედანზე, ჯანდაცვის ადგილობრივი დეპარტამენტის ინიციატივით მოეწყო. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

თავდაპირველად მასობრივ ღონისძიებაში მონაწილეობას 5000 ადამიანი იღებდა, თუმცა შემდეგ 517 მათგანმა დავალებას თავი ვერ გაართვა და ღონისძიებას გამოეთიშა.

ადგილზე იმყოფებოდა გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელი, რომელმაც დამყარებული რეკორდი ოფიციალურად დაამოწმა.

მომზადებულია Sky News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს