ვინ ცდილობს "ნაციონალი" რწმუნებულების ცდუნებას?

ვინ ცდილობს "ნაციონალი" რწმუნებულების ცდუნებას?

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სოფელ ბახვის რწმუნებულს, გოჩა შარაშენიძეს რამდენიმე დღის წინ უცნობმა პირებმა უცნაური თხოვნით მიმართეს.

"მოვიდნენ ჩემთვის უცნობი პირები და მითხრეს, რომ ხორცის რეალიზატორები იყვნენ, არ დააკონკრეტეს სად მუშაობდნენ. მათ უნდოდათ რამდენიმე ტონა საკლავზე გამეკეთებინა საბუთი, რაზეც ჩემგან ცივი უარი მიიღეს. საქონელს როდესაც კლავს თუნდაც ჩემი მეზობელი, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება და შესაბამისი აქტი მზადდება. ვკითხე, ვინ მისცა ჩემი მისამართი, რაზეც მიპასუხეს: "შენ თუ არ შეგიძლია, სხვა გააკეთებსო", - განაცხადა გოჩა შარაშენიძემ.

"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ გოჩა შარაშენიძის გათავისუფლება იგეგმება, რადგან ის არჩევნების პერიოდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო. ის წასვლას არ გეგმავს.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა