ივანიშვლის ინფორმატორის, დავით დარჩიას დას რწმუნებულად ნიშნავენ

ივანიშვლის ინფორმატორის, დავით დარჩიას დას რწმუნებულად ნიშნავენ

"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის რწმუნებულად, ამავე სოფლის საბავშვო ბაღის მენეჯერი, მაყვალა დარჩია ინიშნება. მაყვალა დარჩია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის ცნობილი თანაკურსელის დავით დარჩიას დაა. მაყვალა დარჩია ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური საუბრები არ ყოფილა და აგრძელებს მუშაობას სოფელ შრომის საბავშვო ბაღში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კოტე შარაშენიძის განცხადებით, ის რწმუნებულების დანიშვნის საკითხს ფაქიზად ეპყრობა. "ჯერ ოფიციალურად ვერაფერს დაგიდასტურებ. ისე, არის საუბარი მაყვალა დარჩიას დანიშვნის შესახებ, მაგრამ სხვა კანდიდატებზეც მიდის საუბარი და აქედან გამომდინარე, მეტს ვერაფერს გეტყვით", - ამბობს შარაშენიძე.

სწორედ დავით დარჩიამ შეატყობინა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს იმის შესახებ, რომ ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების საკითხს თავის გუნდთან განიხილავდა. 

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა