ახმეტაში 74 წლის მარტოხელა პენსიონერი დახმარებას ითხოვს

ახმეტაში 74 წლის მარტოხელა პენსიონერი დახმარებას ითხოვს

სახლი სახურავის გარეშე, ჩამტვრეული კარ-ფანჯარა და დაზიანებული იატაკი - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი დახმარებას ითხოვს. სოციალურად დაუცველი მზია ნახუცრიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. 74 წლის ქალბატონი ამბობს, რომ გასული წლის ბოლოს ძლიერმა ქარმა მის სახლს სახურავი გადახადა და წვიმის დროს წყალი ოთახებში ჩადის. მისი შემოსავალი პენსიიდან და სოციალური დახმარებიდან თვეში 130 ლარია, თუმცა როგორც თავად ამბობს აღნიშნული თანხა წამლებისა და ფქვილის საყიდლად არ ჰყოფნის.

"რამდენჯერ მივმართე ადგილობრივ გამგეობას დახმარებისთვის, მაგრამ ამ დრომდე არავინ გამომხმიანებია. იატაკი წყალმა თითქმის მთლიანად დამილპო, კედლები კი დღითიდღე ინგრევა. გამგეობაში მითხრეს, სახლის სახურავს ნახევრად გადაგიფარებთო. ყველას ვეკითხები სახურავის ნახევრად გადახურვა თუ მოაგვარებს ამ პრობლემას?" - ამბობს მზია ნახუცრიშვილი.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა