ტბა, რომელიც გემებს შთანთქავს

ტბა, რომელიც გემებს შთანთქავს

ჰურონის ტბა (Lake Huron) აშშ-სა და კანადის საზღვარზე მდებარეობს. მიუხედავად სუფთა წყლისა და ულამაზესი პეიზაჟისა, ტბა კაპიტნებისთვის ნამდვილი გამოცანაა, მის ფსკერზე დაახლოებით 6 000 გემია ჩაძირული.

ტბას უამრავი ტურისტი სტუმრობს. ჰურონის ტბა განსაკუთრებით დაივინგის მოყვარულებს იზიდავს.

ზოგიერთ მონაკვეთში წყალი ისეთი სუფთაა, რომ ფსკერზე გაწოლილი გემის დანახვა ზედაპირიდანაცაა შესაძლებელი, ასევე ხშირად შეხვდებით მეჩეჩზე შემჯდარ ნავებსაც.

ტბის მაქსიმალური სიღრმე 177 მეტრს შეადგენს. ტბაში მდებარეობს კუნძული მანიტულინი. მანიტულინი ფართობის მხრივ მსოფლიოში პირველია ტბის კუნძულებს შორის.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს