სოფელ კასრისწყალიდან მოსახლეობა გარბის

სოფელ კასრისწყალიდან მოსახლეობა გარბის

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის მოსახლეობა სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადმინისტრაციული ცენტრიდან სოფელი 200 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სოფელში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი და სამედიცინო ცენტრი, ერთადერთი საჯარო სკოლა კი ნგრევის პირასაა. საუბნო ონკანებზე სასმელი წყალი დღეგამოშვებით მოედინება. მოსახლეობა გაუსაძლისი პირობების გამო საცხოვრებელს ტოვებს.

როგორც რადიო "ჰერეთის" კორესპონდენტი იუწყება, საავტომობილო გზა მოშლილია და ნალექის მოსვლის შემთხვევაში მასზე გავლა თითქმის შეუძლებელი ხდება. სოფლის მცხოვრებლებმა რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა