შოკოლადის ფეხსაცმელი

 შოკოლადის ფეხსაცმელი

ამერიკელმა კონდიტერმა ანდრეა პედრაცამ ქალის ორი სისუსტე - შოკოლადი და ფეხსაცმელი გააერთიანა. ოსტატი ცნობილი დიზაინერების ფეხსაცმლის ანალოგებს შოკოლადისგან ქმნის.

კონდიტერი ტკბილეულის დასამზადებლად პლასტმასის ყალიბს იყენებს, მაგრამ პროდუქტის შექმნის დროს თითოეული დეტალია გათვალისწინებული. მაგალითად, კრისტიან ლაბუტენის წითელძირიანი ფეხსაცმლის დამზადებისას, ანდრეა იმავე ფერის შოკოლადის საფარს იყენებს.

ფეხსაცმლის დიზაინი შემკვეთის გემოვნების მიხედვით ირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ კონდიტერის ნამუშევრების მიზნობრივი აუდიტორია ძირითადად ქალები არიან, კლიენტების დიდ ნაწილს მამაკაცებიც შეადგენენ, რომლებიც ორიგინალურ საჩუქარს მეორე ნახევრებისთვის უკვეთავენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს