ყოფილი "ნაციონალი", ლაგოდეხის მაჟორიტარი გოზალიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობას დაესწრო

ყოფილი "ნაციონალი", ლაგოდეხის მაჟორიტარი გოზალიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობას დაესწრო

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და პარლამენტარი, გიორგი გოზალიშვილი, 16 თებერვალს გამართულ "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ყრილობაზე იმყოფება. გოზალიშვილი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ყრილობას დაესწრო. მისი თქმით, ყრილობაზე საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" იყო მიწვეული.

"ყველა დეპუტატს, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მინიჭებული და თავად ირჩევს, თუ სად, რომელ პარტიაში თუ ფრაქციაში გაწევრიანდეს", - აღნიშნავს გიორგი გოზალიშვილი.

დეპუტატმა გიორგი გოზალიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" რიგები  2012 წლის 29 ოქტომბერს დატოვა. გოზალიშვილის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მას სურვილი ჰქონდა "უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტარებს" შეერთებოდა.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა