ბრიტანელი ქალი აკვიატებული სიმღერის გამო ვერ იძინებს

ბრიტანელი ქალი აკვიატებული სიმღერის გამო ვერ იძინებს

ბრიტანელმა პენსიონერმა ქალმა მოსვენება დაკარგა და უკვე სამი წელია წესიერად არ სძინებია. მას გონებაში გამუდმებით ჩაესმის ერთი და იგივე სიმღერა. ექიმები თვლიან, რომ ქალს მუსიკალური ჰალუცინაციის იშვიათი ფორმა აქვს.

ცხოვრების ეს სამი წელი 63 წლის სუზან რუტისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. მას გონებაში გამუდმებით ჩაესმის 1950-იანი წლების ჰიტი How much is that Doggie in the Window. სიმღერა არც დღისით წყდება და არც ღამით. სუზანის თქმით, იშვიათად მის გონებაში დიდი ბრიტანეთის ჰიმნი და სადღესასწაულო სიმღერა Happy birthday-ც ჟღერს.

„ეს სამი წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ ჩემს თავში რადიოა, რომლის გამორთვა შეუძლებელია. ყველაზე მეტად ღამით მიჭირს. მუსიკა არ ჩერდება და ძილს ვერ ვახერხებ. ამას ჭკუიდან გადავყავარ", - აცხადებს სუზანი.

ხშირად პენსიონერი ცდილობს, კონცენტრაცია სხვა რამეზე მოახდინოს, მაგრამ მის გონებაში არსებული მუსიკა ზოგჯერ იმდენად ხმამაღლა ჟღერს, რომ სუზანს საკუთარი მეუღლის ხმაც კი არ ესმის.

„ექიმებმა მითხრეს, რომ ვერაფრით დამეხმარებინ. სავარაუდოდ, სიკვდილამდე ასე ყოფნა მომიწევს", - განაცხადა სუზანმა.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს