რატომ ღალატობენ კაცები?

რატომ ღალატობენ კაცები?

ნიდერლანდელი მეცნიერების ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცს ნებისმიერი ქალი იზიდავს, მიუხედავად სუსტი სქესის წარმომადგენლის გარეგნული მონაცემისა.

კვლევაში მონაწილეობა 21-25 წლის ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა მიიღეს. ექსპერიმენტის განმავლობაში ყველა მათგანი ნაკლებად მიმზიდველ ქალთან ერთად 5 წუთით გამოამწყვდიეს ერთ ოთახში. მათმა უმეტესობამ აღიარა, რომ ქალი მათ სიმაპთიურად არ მიიჩნიეს.

ექსპერიმენტის დასაწყისსა და დასასრულს, მონაწილეებს ტესტოსტერონის დონე შეუმოწმეს.

აღმოჩნდა, რომ ერთ ოთახში თუნდაც არამიმზიდველ ქალთან ერთად ყოფნა, მამაკაცებში ჰორმონალურ ტალღას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ სუსტი სქესისადმი მიზიდულობას კაცი ყველა შემთხვევაში განიცდის. მიუხედავად იმისა, ქალი ლამაზია თუ არა, კაცს მასთან სექსი მაინც უნდება. ეს მათ ბუნებაში დევს.

ამერიკელმა მეცნიერებმა მამაკაცში ისეთი გენები აღმოაჩინეს, რომელიც სექსუალურ ცხოვრებაზეა პასუხისმგებელი. მათ კვლევაში მონაწილეობა ძლიერი სქესის 180-მა წარმომადგენელმა მიიღო. ყველა მათგანს დნმ-ის ანალიზი აუღეს და სექსულური ცხოვრების შესახებ სპეციალური ანკეტის შევსება სთხოვეს.

ანალიზმა აჩვენა, რომ ისეთ მამაკაცებს, რომლებიც ვალებულების გარეშე სექსს ანიჭებენ უპირატესობას, ერთი ტიპის გენი აქვთ.

მსგავსი სახის კვლევა ჩაატარეს ბრიტანელმა მეცნიერებმაც. მათ დაადგინეს, რომ რაც უფრო განათლებულია მამაკაცი, შესაძლებლობა იმისა, რომ ცოლს უღალატებს, უფრო მცირდება. მამაკაცის ბუნებაში პოლიგამური ცხოვრების სტილია ჩადებული, თუმცა თანდათანობით ისინი მონოგამიისკენ იხრებიან. 

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს