სასტუმრო ნაგავსაყრელზე

სასტუმრო ნაგავსაყრელზე

შვედეთში თავი უსახლკაროდ რომ იგრძნოთ, ფულის გადახდა მოგიწევთ.

ქალაქ გეტებორგში მდებარე სასტუმრო "Faktum Hotels" წარმოადგენს ლეიბს, რომელიც ნაგავსაყრელზე გდია და მისთვის 10 დოლარის გადახდა გიწევთ.

ადმინისტრაცია სტუმრებს სიას სთავაზობს, სადაც უსახლკაროები ყველაზე ხშირად იკრიბებიან. როგორც მენეჯერი ამბობს, სტუმრებს ყველაზე მეტად გვირაბებში, ტყეში, პარკებსა და ხიდის ქვეშ ძილი ურჩევნიათ. ნომრის ღირებულებაში უსაფრთხოებაც შედის - სტუმარს სხვა ადამიანები არ შეაწუხებენ.

პროექტი მიზნად ისახავს, ყველამ გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს ზამთრის სიცივეში თბილი ლოგინის ნაცვლად ქუჩაში ძილი. ადმინისტრაცია იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რომლებიც გეტებორგში მცხოვრებ უსახლკაროებს ეხმარებიან.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს