ტანზანიაში ალბინოსებს სხეულის ნაწილებს აჭრიან

ტანზანიაში ალბინოსებს სხეულის ნაწილებს აჭრიან

ტანზანიაში სამმა მამაკაცმა თეთრკანიან ბავშვს ხელი მოაჭრა. დანაშაულს საფუძვლად რელიგიური ცრურწმენა უდევს, ვინაიდან ითვლება, რომ ალბინოსთა სხეულის ნაწილებს მაგიური თვისებები აქვთ და წარმატების მოტანა შეუძლიათ.

პირველკლასელ მვიგულუ მაგესუზე თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მოხდა. სკოლის მოსწავლე მეგობრებთან ერთად შინ ბრუნდებოდა, როდესაც მას თავს სამი მამაკაცი დაესხა. თავდამსხმელებმა ბავშვს ხელები მოაჭრეს და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. ამ დროისთვის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ვარაუდებით, დამნაშავეები ანგარებით მოქმედებდნენ. ალბინოსთა სხეულის ნაწილებს ხშირად ყიდულობენ მკითხავები და ჯადოქრები, თილისმებისა და სხვადასხვა წამლების დასამზადებლად.

ტანზანიაში დაახლოებით 150 000 ალბინოსი ცხოვრობს.

ბოლო დღეების განმავლობაში მვიგულუ მაგესუზე თავდასხმა უკვე მეორე შემთხვევაა. 11 თებერვალს დამნაშავეთა ჯგუფმა ხელი მოაჭრა 39 წლის მარია ჩამბენენგეს. შემთხვევა სუმბავანგას რაიონში, სოფელ მიანგალუაში მოხდა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

ტანზანიაში დეპუტატი ქალი ვიწრო შარვლის ჩაცმის გამო სხდომიდან გააძევეს - "შესაბამისად ჩაიცვით და შემდეგ დაბრუნდით“

ინდოეთში ქორწილის დროს პატარძალი გარდაიცვალა, საქმრომ კი ცოლად გარდაცვლილის და შეირთო - "ქორწილი მაშინ შედგა, როცა ცხედარი სხვა ოთახში ესვენა“

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის