ქეით მიდლტონს პლასტიკური პრინცესა უწოდეს

ქეით მიდლტონს პლასტიკური პრინცესა უწოდეს

ინგლისელმა ნოველისტმა, ჰილარი მენტელმა საჯარო ლექციისას კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი გააკრიტიკა და პლასტიკური პრინცესა უწოდა.

მან პრინცესა მაღაზიის ვიტრინაში განთავსებულ მანეკენს შეადარა და განაცხადა, რომ მიდლტონს პიროვნული თვისებები არ გააჩნია.

"ქეითი ცდილობს, პრინცესობა მოირგოს. ის დიანასგან ძალიან განსხვავდება. დიანას სულიერი მდგომარეობა მის ნებისმიერ ჟესტში ჩანდა. როდესაც გავიგეთ, რომ ქეითი ფეხმძიმედაა და ავად გახდა, პრესამ ის გაასხივოსნა. თითქოს ამ ახალგაზრდა ქალის ცხოვრება აქამდე არაფერი იყო და მისი ძირითადი დანიშნულება ბავშვის გაჩენაა", - აღნიშნა ნოველისტმა.

მომზადებულია dailyrecord.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს