ბრიტანეთში პოლიციელმა ძაღლმა სასამართლოს წერილობითი ჩვენება მისცა

ბრიტანეთში პოლიციელმა ძაღლმა სასამართლოს წერილობითი ჩვენება მისცა

ბრიტანეთში პოლიციელი ძაღლი მოწმის სტატუსით "დაკითხეს". ცხოველმა სასამართლოს წერილობითი ჩვენებაც "მისცა".

როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იუწყება, პროკურატურის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე მიმართეს ოთხფეხა პოლიციელს, სახელად Peach-ს და ეჭვმიტანილის დაკავების დეტალების შესახებ წერილობითი მოხსენების დაწერა სთხოვეს. Peach-ი თავად იღებდა მის დაჭერაში მონაწილეობას.

გერმანული ნაგაზის პატრონმა რანდენჯერმე სცადა პროკურორებისთვის იმის ახსნა, რომ ძაღლი ვერ შეძლებდა მოწმის როლის მორგებას და მით უმეტეს, წერილობითი ჩვენების მიცემას, თუმცა ამან არ გაჭრა.

პატრონი მიხვდა, რომ პროკურორებს ვერ დაარწმუნებდა და მისი ძაღლის ნაცვლად ჩვენება თავად დაწერა. სპეციალურ ბლანკზე მან ბავშვური კალიგრაფიით შემდეგი ტექსტი დაწერა: "მე მას მივდევ. მე მას ვკბენ. ცუდი ადამიანია. ის გემრიელია. Peach-ი კარგი ბიჭია".

ასაკისთვის განკუთვნილ გრაფაში ძაღლის პატრონმა ჩაწერა, რომ მოწმე 4 წლისაა, ხოლო ხელმოწერის ნაცვლად ძაღლის თათის ანაბეჭდი დახატა.

ძაღლის წერილობითი ჩვენება მალევე გახდა პოპულარული სოციალურ ქსელებში. მიიღეს თუ არა ჩვენება და განიხილა თუ არა ის სასამართლომ, უცნობია.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს