მთვარობა ბიზნეს კომპანიებს წლიურად საშუალოდ 16%-იან გადასახადს სთავაზობს

მთვარობა ბიზნეს კომპანიებს წლიურად საშუალოდ 16%-იან გადასახადს სთავაზობს

მთვარობა ბიზნეს კომპანიებს წლიურად საშუალოდ 16%-იან გადასახადს სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"16 %-იანი გადასახადი წლის განმავლობაში საშუალოდ გამოდის, ეს არის ძალიან საინტერესო ციფრი ბიზნესისთვის, მით უმეტეს მაშინ, თუ ამას ახლავს ის ძირითადი პრინციპი, რაც არ იყო საქართველოში და რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ - ვგულისხმობ სახელმწიფოს მიერ კანონის დაცვას და  კერძო საკუთრებაში ჩაურევლობას", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

პრემიერ-მინისტი ქართველ ბიზნესმენებს სთხოვს, მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ პარტნიორებთან საქართველოს რეკლამა გაუწიონ.

"ჩემი თხოვნა იქნება, თქვენს პარტნიორებს მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ სქართველო საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის და აქ არსებობს შეღავათიანი გადასახადი. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად, რეკლამა გაუკეთოთ ჩვენს ქვეყანას", - მიმართა ივანიშვილმა ბიზნესმენებს.

ამასთან, პრემიერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მისცა პირობა, რომ სახელმწიფო მათ საქმიანობაში აღარ ჩაერევა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ