რატომ არის "მიუღებელი" გამგებლის მოადგილეობა "ქართული ოცნების" ოზურგეთელი ლიდერებისთვის?

რატომ არის "მიუღებელი" გამგებლის მოადგილეობა "ქართული ოცნების" ოზურგეთელი ლიდერებისთვის?

ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალი კადრების დანიშვნა გურიაში და არა მარტო, ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ოზურგეთში ახალ გამგებლად "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი კოტე შარაშენიძე, მის მოადგილედ კი კოალიციის ახალგაზრდა სახე გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა. კოალიციის სხვა პარტიების ოზურგეთელი ლიდერები ჯერ არ დანიშნულან და ეს საკითხი დღის წესრიგში დგას.

ახლადდანიშნული გამგებელი შარაშენიძე აცხადებდა, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ტიფო მიქატაძესა და "ეროვნული ფორუმის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს შოთა გოგიბერიძეს მოადგილეობა შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღო. ტიფო მიქატაძე შარაშენიძისგან პოსტის შეთავაზებას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი წინადადება არ მიუღია. შოთა გოგიბერიძე კი აცხადებს, რომ შეთავაზება ნამდვილად მიიღო, თუმცა მოადგილეობაზე უარი თვითონ თქვა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა