რა დაავალა ახალციხის გამგებლის მოადგილემ რწმუნებულებს?

რა დაავალა ახალციხის გამგებლის მოადგილემ რწმუნებულებს?

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე,"რესპუბლიკელი" თამარ გოგოლაძე რწმუნებულებთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფლების შემოვლას გეგმავს. მისი დავალებით, გამგეობის რწმუნებულებმა მათ ტერიტორიულ გაერთიანებებში (სოფელი ან თემი) არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია უკვე შეაგროვეს. მათ მუნიციპალიტეტის 47-ვე სოფლის შესახებ გამგებლის მოადგილეს ინფორმაცია წერილობით ჩააბარეს. რწმუნებულების თქმით, პრობლემები ყველა სოფელში მეტ-ნაკლებად იდენტურია. მოსახლეობა გზების შეკეთებას, სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციას, საბავშვო ბაღებისა და კულტურის სახლის ამოქმედება-რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრი სამუშაოების და სარწყავი სისტემების მოწესრიგებას ითხოვს.

"23 სხვადასხვა სახის პრობლემა გამოვლინდა. ძნელია ერთდროულად ყველა მოგვარდეს, ამიტომ პრიორიტეტი უნდა დავსახოთ. პირადად შევხვდებით მოსახლეობას და გავარკვევთ, რომელი საკითხის მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია" - ამბობს თამარ გოგოლაძე.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა