თვითმმართველობის 100 დღე გორში

თვითმმართველობის 100 დღე გორში

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა გამგებელი გადადგა. გადადგომამდე, ქარელის ყოფილმა გამგებელმა, ილია ბურჯანაძემ თქვა, რომ მის უწყებაში ფინანსური პოლიცია შევიდა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, გამგებლებმა გადადგომის მიზეზად ახალი პოლიტიკური რეალობა და "კოჰაბიტაცია" დაასახელეს.

გორის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა სამსახური 30 ნოემბერს დატოვა. მის ნაცვლად პაპუნა კობერიძე დაინიშნა, რომელმაც ყველა მოადგილე დაითხოვა, 2013 წლის 8 იანვარს კი 27-ვე სოფლის გამგებელი დაიბარა და სთხოვა პირადი განცხადებები წასულიყვნენ სამსახურიდან. გამგებლის გარდა, თანამდებობა საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძემ და მისმა მოადგილემაც დატოვეს. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" გორის ორგანიზაციის ლიდერი ზვიად ხმალაძე გახდა. თუმცა ხმალაძემ თანამდებობა მალევე დატოვა და თავმჯდომარედ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, რესპუბლიკელი დავით რაზმაძე აირჩიეს. რაზმაძეს საკრებულოში მასობრივი ცვლილებები არ განუხორციელებია. მან მხოლოდ საკრებულოს აპარატის უფროსი შეცვალა და პოსტზე სტუდენტობის დროინდელი მეგობარი ზაზა ნასყიდაშვილი დანიშნა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა