მამაკაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე 107-ჯერ ჩაიჭრა

მამაკაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე 107-ჯერ ჩაიჭრა

ბრიტანელი მამაკაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე 107-ჯერ ჩაიჭრა. ის თეორიულ ტესტს ვერ აბარებს. პრესას ამ ადამიანის ვინაობას უმალავენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის ლონდონში ცხოვრობს და 28 წლისაა.

ავტომობილის მართვის კურსების შემსწავლელი სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს ფაქტი ძალიან უცნაურია, ხოლო ციფრი - რეკორდული.

"მართვის მოწმობის გამოცდაზე 107-ჯერ ჩაიჭრა. მაგრამ მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ყველას აქვს უფლება რაღაც ისწავლოს, მით უმეტეს მართვის მოწმობა აუცილებელია", - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ბრიტანეთში პრაქტიკული ტესტის ჩაბარება სამუშაო კვირის დღეებში 62 გირვანქა სტერლინგი ღირს, თუკი ტესტირებაზე უქმეებზე მიხვალთ, 75 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოგიწევთ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს