წყალმომარაგების კომპანიის კახეთის მენეჯერად "ქართული ოცნების" აქტივისტი დაინიშნა

წყალმომარაგების კომპანიის კახეთის მენეჯერად "ქართული ოცნების" აქტივისტი დაინიშნა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონულ მენეჯერად "ქართული ოცნების" აქტივისტი, 47 წლის ალექსანდრე შათირიშვილი დაინიშნა. როგორც შათირიშვილმა განაცხადა, ის კომპანიის თელავის სერვისცენტრის მენეჯერად მუშაობდა, საიდანაც 2012 წლის მარტში, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

"ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ვიყავი. ფარნა მაყაშვილმა მითხრა, რომ განცხადება უნდა დამეწერა, მიზეზი არ უთქვამს. როგორც ხდებოდა ხოლმე, უსამართლოდ გამათავისუფლეს. წყალმომარაგების კომპანიაში განცხადება შევიტანე, რომ უსამართლოდ ვიყავი გათავისუფლებული. რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ და ამ თანამდებობაზე დავინიშნე," - ამბობს ალექსანდრე შათირიშვილი.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა