აჭარის ახალი მთავრობა ვარშალომიძის მთავრობის რესტორნის ვალებს იხდის

აჭარის ახალი მთავრობა ვარშალომიძის მთავრობის რესტორნის ვალებს იხდის

აჭარის მთავრობამ რესტორნებსა და კაფე-ბარებში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან იანვრამდე 50 ათასი ლარი გადაიხადა. "პიაცა", "რედისონ ქლაუდი", "შერატონი", "ყირამალა", "რივიერა", "მეგრულ-ლაზური" და სხვა 20-მდე რესტორანში მთავრობის წლიური ხარჯი ასი ათასობით ლარია. აჭარის მთავრობის აპარატში აცხადებენ, რომ ახალი მთავრობა, როგორც სამართალმემკვიდრე, ვალდებული იყო წინა ხელისუფლების ვალები თავად გაესტუმრებინა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ახალმა ხელისუფლებამ რეგიონის სტუმრები რესტორანში მხოლოდ ხუთჯერ დაპატიჟა და ჯამში, 3 თვის განმავლობაში 4500 ლარზე ცოტა მეტი დახარჯა. წინა ხელისუფლებამ ამ ოდენობის თანხა მხოლოდ "პიაცაზე" 9 სტუმრის მასპინძლობისას დახარჯა.

"ჩვენ დაგვხვდა თანხები, რომელიც გადასარიცხი იყო. როგორც სამართალმემკვიდრეები ვალდებული ვიყავით გადაგვერიცხა. თუკი ნახავთ, დოკუმენტაციაში კარგად ჩანს, რომ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი დავპატიჟეთ. მე მაქსიმალურად შევამცირე წარმომადგენობითი ხარჯი და გვინდა კიდევ უფრო შევამციროთ," - ამბობს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა