სალომე ზურაბიშვილი - უკვე მაღალიც გაწირეთ?

სალომე ზურაბიშვილი - უკვე მაღალიც გაწირეთ?

ყოფილი საგერო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი უმცირესობის წევრის, დავით ბაქრაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც "დევნის კამპანიის შეჩერებაზე" უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმებას უკავშირდებოდა.

"მკვლელებს და მწამებლებს ან კიდევ სახელმწიფოს მიმართ დამანაშავეებს მოსთხოვეთ პასუხიო (ანუ დონაძე მოგვირთმევია თქვენთვისო), ფინანსურ და კორუფციულ დანაშაულებზე კი დუმილი (რითაც ამნისტია იგულისხმება?) და იმაზე რას იტყვით ბატონო უმცირესობის თავმჯდომარეო, ომში ქვეყნის ჩართვაზე, ტერიტორიების დაკარგვაზე, ახალგაზრდა ჯარისკაცების გაწირვაზედა ამ ყველაფრის გამარჯვებათ გასაღებაზე... ეს სახელმწიფო დანაშაული არაა თუ უკვე მაღალიც გაწირეთ?

კი მაგრამ დაკითხვები შეაჩერეთო და ჩვენ კი თუ დამნაშავე ვართო ვაგებთ პასუხსო... მაგრამ დაკითხვის გარეშე და სრული გამოძიების გარეშე ხომ ბრალდება დევნად იქნება გამოცხადებული...", - წერს ზურაბიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა "დევნის კამპანიის შეჩერებაზე" ვერ შეთანხმდნენ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა.

მისი თქმით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ლიდერების დონეზე იმუნიტეტს არავინ ითხოვს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ფორმით დაკავშირებული პირების დაკითხვებზე ტარება უნდა შეწყდეს.

"დამნაშავეა დათო ბაქრაძე? გამოიძიონ და დასაჯონ. დამნაშავეა გიგი უგულავა? მიხეილ სააკაშვილი?! საკუთარი თავისთვის იმუნიტეტს არავინ ითხოვს, მაგრამ თავი დაანებეთ იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ყოველდღე დადიან დაკითხვებზე მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ფორმით კავშირი აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან". 6 000 ადამიანი დაიკითხა მერიაში, რომ როგორმე გიგი უგულავას ბრალი წაუყენონ. პოლიტიკური ხელმძღვანელობა მზად არის, პასუხი აგოს ნებისმიერ არსებულ თუ დაბრალებულ დანაშაულზე", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, დევნა უნდა შეწყდეს სამინისტროებში სამმართველოების უფროსების მოადგილის ქვემოთ, რაც არარაციონალურია, რადგან მათ ქვემოთ უკვე ტექნიკური პერსონალია.

"მათი ვარიანტით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამმართველოს უფროსიც კი არის, უნდა დარჩეს დევნის ობიექტი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ქვეყანას სჭირდება სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა და თუ ამას სჭირდება ლიდერების დასჯა, მზად ვართ, თუმცა ყველა დანარჩენს თავი დაანებონ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკება მაქსიმალურად კონსტრუქციულად. იმედია, დიალოგი გაგრძელდება და ჩვენ შევეცდებით, ვიყოთ შედეგზე და გონივრულ კომპრომისზე ორიენტირებული", - აღნიშნა ბაქრაძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს