"ვალერი გელაშვილს პირის გაღებაც ეზარება, რომ დაგველაპარაკოს" - აქცია ხაშურში

"ვალერი გელაშვილს პირის გაღებაც ეზარება, რომ დაგველაპარაკოს" - აქცია ხაშურში

სოციალურად დაუცველებმა, რომლებმაც 4 თვის წინ სურამის ე.წ. დიმიტროვის სახელობის ყოფილი ბავშთა სახლის შენობა დაიკავეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის შენობის წინ აქცია გამართეს. ისინი ფართის დაკანონებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ხაშურის გამგებელი გიორგი ბერაია შეხვდა. მან სოციალურად დაუცველებს განუცხადა, რომ შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ იმყოფება. აქტივისტები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

"ჩვენ არაერთხელ მივმართეთ რაიონის ხელმძღვანელობასა და მაჟორიტარ დეპუტატს ვალერი გელაშვილს, მაგრამ გელაშვილს პირის დაღებაც კი ეზარება, რომ დაგველაპარაკოს" - ამბობს აქციის მონაწილე დარეჯან ხარაზიშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა