თიღვის თემის გამგებლის, გონერი კაპანაძის გადადგომის მოთხოვნით ქარელის რაიონში რამდენიმე აქცია გაიმართა. ფრონეს ხეობიდან დევნილთა ნაწილი კაპანაძის ნაცვლად სპარტაკ პეტრიაშვილის დანიშვნას ითხოვს. განსხვავებული პოზიციების გამო, ფრონეს ხეობელები, თანასოფლელები, მეგობრები და ბიძაშვილებიც კი, რომლებიც 2008 წლის შემდეგ ძირითადად წეროვანში, საგურამოში, ქარელის რაიონსა და სურამში დასახლდნენ, ორ დაპირისპირებულ ჯგუფად გაიყვნენ: გონერ კაპანაძის და სპარტაკ პეტრიაშვილი მომხრეებად. ნათესავები და ერთ დროს მეგობრები კაპანაძე და პეტრიაშვილი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და ერთმანეთთან კომპრომატების ომი აქვთ.
”ზოგი ისეთიც მებრძვის, ვინც ყოფილი კონტრაბანდისტი, "ბარიგა" და არაფრის გამკეთებელია. გაიხსენონ ზოგიერთებმა, როდესაც მათ, სოფელ ნულში მეურნეობა ჩააბარეს, იქაურობა როგორ მოსპეს, გაანადგურეს, მიითვისეს და ხალხი გააოგნეს, რადგან სახელმწიფო კუთვნილი ქონებით გამდიდრდნენ. ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ხალხს თავს ახალ გამგებლად წარუდგენს, უკანონო ბიზნესს ეწეოდა, იმ წლებში როცა ეს საქმე მძვინვარებდა, მანაც მოქმედებაში მოიყვანა არაერთი ბენზინგასამართი სადგური, მოძებნა "ოსი ძმები" და ბენზინი მშვენიერი შემოსავლის წყაროდ გაიხადა. კონტრაბანდაზე წინ კი როდესაც მეურნეობის დირექტორად დანიშნეს, აბა, კითხეთ სად წაიყვანა სახელმწიფოს კუთვნილი 200 სული ძროხა?”, - ამბობს გონერ კაპანაძე.
სრული ვერსია