გორში ხვნა-თესვის პროგრამაში მინისტრის ინტერესს ხედავენ

გორში ხვნა-თესვის პროგრამაში მინისტრის ინტერესს ხედავენ

გორის რაიონის სოფელ ვარიანში რამდენიმე სოფლის ტრაქტორისტმა და მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. მათთან რაიონის გამგებელი პაპუნა კობერიძე და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიორგი ხიდაშელი ჩავიდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტში ის სახელმწიფო კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას უხარისხოდ ემსახურებოდნენ. აქციაზე მინისტრის ახლობლების ინტერესზე საუბრობდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 300 ლარიანი ბარათების დარიგება დაიწყო და სახელმწიფომ დაახლოებით 250 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ცენტრებთან ხელშეკრულებები უკვე გააფორმა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა