ზურაბ ადეიშვილის მამას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ

ზურაბ ადეიშვილის მამას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ

ზურაბ ადეიშვილის მამას, შალვა ადეიშვილს მოიჯარეები თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმეში 6 ადამიანი ფიგურირებს, რომლებსაც ყვარელში იჯარით აღებულ მიწებზე ვენახები აქვთ გაშენებული. დაზარალებულებმა საქმის მასალები პროკურატურაში უკვე შეიტანეს.

ერთ-ერთი დაზარალებულის, ზურაბ სეფიაშვილის განცხადებით, "გასულ წელს შალვა ადეიშვილმა მათ უთხრა, რომ ჩაბარებული ერთი კილოგრამი ყურძნიდან 20 თეთრი მისთვის უნდა მიეცათ". სეფიაშვილის თქმით, მოთხოვნა შეასრულა, რადგან პრობლემების შექმნა არ უნდოდა და ადეიშვილს ფული ხელზე გადასცა.

"სისულელეა, გენაცვალე. იქ ოფიციალურად არის დირექტორი, რომელმაც გასცა ბრძანება, რომ ასე უნდა გადაეხადათ. მე არავისთან არ მივსულვარ და არაფერი მითხოვია", - განაცხადა შალვა ადეიშვილმა.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა