ქალმა მოწევას თავი 102-ე დაბადების დღეზე დაანება

ქალმა მოწევას თავი 102-ე დაბადების დღეზე დაანება

ბრიტანელმა კლარა კოუელმა მოწევას თავი 102-ე დაბადების დღის წინ დაანება. პირველად ქალბატონმა 1931 წელს მოწია. დაბადების დღე მან 17 თებერვალს აღნიშნა.

მისის კოუელმა, რომელმაც ბავშვობაში ტუბერკულიოზი გადაიტანა, სიცოცხლის მანძილზე 60 000 სიგარეტი მოწია. მაგრამ 102-ე დაბადების დღემდე ორი კვირით ადრე, ბრიტანელმა ცხოვრების წესის შეცვლა გადაწყვიტა და მავნე ჩვევაზე უარი თქვა. კლარა პრესტონის გარეუბანში მოხუცებულთა თავშესაფარში მარტო ცხოვრობს.

"დედის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო - სიგარეტი და ჭიქა ვისკიანი ჩაია. პლუს მძიმე შრომა და სიღარიბე. იგი ყველასთვის შთაგონების წყაროა",- ყვება იუბილარის ქალიშვილი ლინდა.

საზეიმო თარიღი კლარა კოუელმა ოჯახის ხუთივე თაობასთან ერთად, საყვარელ ადგილზე - პაბში აღნიშნა. შარშანდელ დაბადების დღეზე კი აქტიურმა პენსიონერმა სტუმრები ვალსის ცეკვით გააოცა.

კლარამ ოთხი შვილი გაზარდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მეუღლე ომში წავიდა, პროფესიით მკერავი თავდაცვის სამინისტროს ქარხანაში პარაშუტებს კერავდა. ბრიტანელ ქალს 4 შვილი,  9 შვილიშვილი, 12 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰავს.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს