რა პროდუქტები იწვევს აკნეს?

რა პროდუქტები იწვევს აკნეს?

მსოფლიოში უამრავ ადამიანს ტანჯავს აკნე. გამონაყარი უფრო ხშირად ქალბატონებს აწუხებთ,  მათ შორის ვარსკვლავებსაც. ერთ-ერთი მათგანი კამერონ დიასია. ის რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას მხოლოდ იმიტომ დააკლდა, რომ ვიზაჟისტმა გამონაყარი ვერაფრით დაუფარა.

ამერიკულ ჟურნალ "The Sun"- სტატიას აქვეყნებს, სადაც მითითებულია, თუ რომელი პროდუქტების მიღება იწვევს აკნეს.

გამონაყარი ჩნდება მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით მაკარონს, კარტოფილსა და თეთრ პურს მიირთმევთ. ნიუ-იორკის ექსპერტები ქალბატონებს ურჩევენ, რძის პროდუქტების მიღება შეზღუდონ. კანის პრობლემები აუცილებლად შეგაწუხებთ, თუ დღის განმავლობაში დიდი დოზით მიირთმევთ შოკოლადსა და შაქარს.

თუკი რამდენიმე წლის წინ გამონაყარი მხოლოდ თინეიჯერებს აწუხებდათ, დღეს ეს მაჩვენებელი 11-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებში გვხვდება.

აკნე თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა. აკნეს განვითარებას ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა, ჰორმონული დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი და ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა. აკნეს მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია.

ერიდეთ ნახშირწყლებსა და ცხიმს, გაიმდიდრეთ რაციონი ხილით, ბოსტნეულით. ხელი არ ახლოთ გამონაყარს - კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას. დაიბანეთ პირი ცხიმიანი, ან პრობლემური კანისთვის განკუთვნილი საპნით და პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები. ერიდეთ მზის სხივებს - გახსოვდეთ, ნამზეური აკნეს მხოლოდ ნიღბავს.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს