104 წლის ქალი Facebook-ის მომხმარებელია

104 წლის ქალი Facebook-ის მომხმარებელია

მიჩიგანის შტატში მცხოვრები 104 წლის მაგურიტ ჯოზეფი Facebook-ის მომხმარებელია.

ქალბატონს ძალიან უყვარს მეგობრებთან საუბარი და ნაცნობებს სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად ეკონტაქტება. თუმცა, ერთადერთი პრობლემა ასაკია - Facebook-ში რეგისტრირებისას ასაკის ველის შევსება 99 წლამდეა შესაძლებელი, შესაბამისად 104 წლის მაგურიტი იძულებულია, 5 წლით "გაახალგაზრდავდეს".

104 წლის მაგურიტს მხედველობა და სმენა დაქვეითებული აქვს, ამიტომ სტატუსების, ფოტოებისა და კომენტარების განახლებაში შვილიშვილი, გაილი ეხმარება. რასაკვირველია, გაილი ბებიის გარეშე Facebook-ს არასდროს ხსნის. მაგურიტი შვილიშვილს თავად უთითებს, საჭიროა თუ არა შეტყობინებაზე პასუხის გაცემა და გვერდის განახლება.

თუკი ქალბატონი საიტზე არ ანთია, ესე იგი მისი ნახვა კაზინოში შეგიძლიათ. მაგურიტს საიტზე 149 მეგობარი ჰყავს დამატებული.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს