ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ცხენი დააბეს

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ცხენი დააბეს

სოციალურ ქსელში ქუთაისის პარლამენტთან გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც პარლამენტის შენობასთან დაბმული ცხენია გამოსახული.

”ხომ ვამბობდი, თუ ჩოხებით ვივლით პარლამენტში, გარეთ ერთი თავლის გაკეთებაც დაგვჭირდება-მეთქი”, - წერს ფოტოსთან დაკავშირებით პარლამენტარი გოგა ხაჩიძე.

გუშინ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა ჩაცმულობის წესის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს.

სხდომაზე დეპუტატები დაინტერესდნენ, რა იგულისხმებოდა დეპუტატის ეროვნულ ტანისამოსში და მიეცემოდათ თუ არა სხვა ეროვნების დეპუტატებს, საკუთარი ეროვნული ტანისამოსის ჩაცმის უფლება და საშუალება.

დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა ისიც იკითხა, გუჯაბიძის ინიციატივით ექნება თუ არა მას საშუალება, პარლამენტში უკრაინული კაბით გამოცხადდეს ან რომელიმე დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მუზარადით და აბჯრით მივიდეს.

იხილეთ ასევე: ”ბიძინა გუჯაბიძემ დეპუტატების ჩაცმულობაზე პროექტი მოამზადა”

”გოგა ხაჩიძე ბიძინა გუჯაბიძის ინიცირებულ პროექტს იუმორისტულ ჩანახატს უძღვნის”

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს