თიანეთში თვითმართველობის დაფინანსება გაიზარდა, სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები კი შემცირდა

თიანეთში თვითმართველობის დაფინანსება გაიზარდა, სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები კი შემცირდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენახვის ხარჯები გაიზარდა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების, სოციალური უზრუნველყოფის და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები კი შემცირდა.

თიანეთის 2013 წლის ბიუჯეტი 2 511 000 ლარით განისაზღვრა, აქედან 1 325 600 ლარი მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს დაფინანსებაა. გასულ წელს, გამგეობის ხარჯი 864 100 ლარი იყო, 2013 წელს კი 172 200 ლარით გაიზარდა და 1 036 300 ლარი შეადგინა. 226 100 ლარით გაიზარდა გამგეობის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯიც და 781 300 ლარი შეადგინა. 203 900 ლარიდან 257 300 ლარამდე გაიზარდა თიანეთის საკრებულოს ხარჯი, 59 200 ლარით კი თანამშრომლების შრომის ანაზღაურება.

წლევანდელ ბიუჯეტში, 32 000 ლარით შემცირდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხარჯი და მან 134 400 ლარი შეადგინა. 137 900 ლარიდან 96 000 ლარამდე შემცირდა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯი, 44 000 ლარით კი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების დაფინანსება. გასულ წელს, ამისთვის 94 000 ლარი იყო გამოყოფილი, წელს კი 50 000 ლარია.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა