საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ადოლფ ჰიტლერი და ფრანკენშტეინი იყრიან

საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ადოლფ ჰიტლერი და ფრანკენშტეინი იყრიან

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შტატ მეგჰალაიას საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიან ადოლფ ჰიტლერი, ფრანკენშტეინი და მამაცი ბავშვი ბილი.

ინდოეთში მცხოვრები ადოლფ ლუ ჰიტლერ-მარაკი მაღალი და ძლიერი მამაკაცია, რომელიც არაფრით ჰგავს თავის სეხნიას. მათ შორის ერთადერთი მსგავსება ულვაშებია. მის მშობლებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი, როდესაც ბავშვს მისი სახელი დაარქვეს.

უფრო ადრე ამავე შტატის პარლამენტში დეპუტატები - ჩერჩილი და რუზველტიც ისხდნენ.

ამ ტენდენციის მიზეზი ქვეყნის კოლონიურ წარსულშია. მშობლები შვილებს, მათი აზრით, ლამაზ დასავლურ სახელებს არქმევდნენ. სინამდვილეში კი ამ სახელთა უმეტესობის არც წარმომავლობა იცოდნენ და არც შინაარსი.

გახდებიან თუ არა კანონმდებლები ჰიტლერი და ფრანკენშტეინი, ამას მეგჰალაიას მოსახლეობა 28 თებერვალს გადაწყვეტს. პარლამენტში 60 თავისუფალი ადგილია. ამ ადგილების დაკავების სურვილი 343-მა დეპუტატობის კანდიდატმა გამოთქვა.

მომზადებულია DailyTelegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს