პრინცესა დიანას კაბები აუქციონზე იყიდება

პრინცესა დიანას კაბები აუქციონზე იყიდება

პრინცესა დიანას ქველმოქმედება მისი სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ლედი დიანას 10 ყველაზე ცნობილი კაბა აუქციონზე იყიდება. აუქციონიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. 10-ივე კაბა ერთად 830 000 გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.

კოლექციაში შედის ცნობილი მუქი ლურჯი კაბა, რომელიც პრინცესა დიანას 1985 წელს, აშშ-ში, თეთრ სახლში გამართულ მეჯლისზე ჯონ ტრავოლტასთან ცეკვის დროს ეცვა. Victor Edelstein-ის დიზაინით შექმნილი გრძელი, ხავერდის კაბა ყველაზე ცნობილი სამოსია, რომელიც პრინცესა დიანას ოდესმე სცმია. ის 300 000 გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.

აუქციონზე იყიდება ტრაგიკულად დაღუპული მონარქის ვარდისფერი კაბაც, რომელიც პრინცესა დიანას საყვარელ დიზაინერს Catherine Walker-ს ეკუთვნის. გრძელი ვარდისფერი საღამოს კაბა პრინც ჩარლზის მეუღლეს 1992 წელს ეცვა. მისი საწყისი ფასი 120 000 გირვანქა სტერლინგია. ამავე აუქციონზე პრინცესა დიანას გარდერობიდან ამავე დიზაინერის კიდევ 5 კაბა გამოაქვთ.

კოლექციონერთა დიდ ყურადღებას იქცევს Catherine Walker-ის წითელი ხავერდის კაბაც, რომელიც პრინცესა დიანამ ორჯერ, 1990 და 1992 წლებში მოირგო. მისი საწყისი ფასი 60 000 გირვანქა სტერლინგია.

კიდევ ერთი ცნობილი სამოსი, რომელიც ამ აუქციონზე გაიყიდება Bruce Oldfield-ის დიზაინით შექმნილი შავი საღამოს კაბაა. ეს კაბა პრინცესა დიანას 1985 წელს, მუზიკლ "საბრალონის" გალა პრემიერაზე ეცვა. ის 50 000 გირვანქად არის შეფასებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს