რა სხვაობა უნდა იყოს სიმაღლეში ქალსა და კაცს შორის? ჰოლანდიაში, გრონინეგნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა იდეალური მაჩვენებელი აღმოაჩინეს.
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმეტესობის აზრით, მამაკაცი აუცილებლად ქალზე მაღალი უნდა იყოს. ქალები მათთან თავს უფრო დაცულად გრძნობენ.
საშუალოდ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს სურთ, რომ მათი პარტნიორი მათზე 20 სმ-ით მაღალი იყოს. თავის მხრივ, მამაკაცებს სურთ, რომ ქალი მათზე 7.5 სმ-ით იყოს დაბალი.
გამოკითხვაში მონაწილეობა 50 000-მა ადამიანმა მიიღო. აღმოჩნდა, რომ მამაკაცის იდეალური სიმაღლე 190 სმ-ია, ხოლო ქალის - 174-სმ.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.