ჩრდილოეთ კორეაში თმის ვარცხნილობას სახელმწიფო აკონტროლებს

ჩრდილოეთ კორეაში თმის ვარცხნილობას სახელმწიფო აკონტროლებს

შეკითხვაზე, რატომ ვერასდროს ნახავთ ჩრდილოეთ კორეაში ქალს ჯენიფერ ენისტონის ვარცხნილობით, პასუხი მარტივია - თმის ვარცხნილობასაც კი მთავრობა აკონტროლებს.

ჩრდილოეთ კორეელ ქალბატონებს მხოლოდ 18 სტილის ვარცხნილობის არჩევის უფლება აქვთ. ეს ვარცხნილობა მთავრობამ ოფიციალურად მოიწონა და ყველა მოქალაქისთვის ნებადართულია.

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში მდებარე ყველა სილამაზის სალონის ფასადს ეს ფოტოსურათი ამშვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული იმიჯით თავს ვერავის მოაწონებ, რადგან არცერთი სტილისტი სხვა ვარცხნილობას არ გაგიკეთებთ. კორეელი ქალბატონები სამოსის შეძენის დროსაც განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეაში გათხოვილ და გასათხოვარ ქალბატონებს თმის ვარცხნილობის მიხედვით არჩევენ. გათხოვილი ქალები ძირითადად თმას მაღლა იწევენ, ან მოკლე ვარცხნილობას ანიჭებენ უპირატესობას. ახალგაზრდა გასათხოვარი გოგონები ამ მხრივ უფრო "თავისუფლები" არიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს