ქრთამის აღების ბრალდებით სიღნაღის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ბრალდებით სიღნაღის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

კახეთის საოლქო პროკურატურამ ქრთამის აღების ბრალდებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ კახეთელიძე დააკავა. კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა, ხვიჩა ბეგიაშვილმა განაცხადა, რომ კახეთელიძემ ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 100 აშშ დოლარი აიღო. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 338 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, რამაზ პოპიაშვილის განცხადებით, კახეთელიძე გამგეობაში რამდენიმე წელია მუშაობს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა