შალვა რამიშვილი - "ნაც მოძის" ნარჩენები აპრილისთვის შეთქმულებას აწყობენ

შალვა რამიშვილი - "ნაც მოძის" ნარჩენები აპრილისთვის შეთქმულებას აწყობენ

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი უმცირესობას შეთქმულებისთვის მზადებაში ადანაშაულებს.

"მაშ ასე: ნათელია, რომ "ნაც მოძის" ნარჩენები აპრილისთვის შეთქმულებას აწყობენ. დღე არ გავა, რომ საბოტაჟის ფაქტები არ გამჟღავნდეს. ყველა სფეროში ხდება ეს. სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, განათლებაში. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებაც ტორპედირებულ იქნა მიშას მიერ. ყოფილი ელჩები, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოსტებს, სიცრუეს ავრცელებენ უცხოელებთან.

მათი გეგმა მარტივია. მოახდინონ ახალი მთავრობის საქმიანობის დისკრედიტაცია უცხოელთა თვალში. მაქსიმალურად გაზარდონ ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილოთა რიცხვი, ხოლო აპრილში მოაწყონ არეულობა, რაც მიშას პარლამენტის და მთავრობის დათხოვნის საბაბს მისცემს.

იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა მოვახმაროთ მოქმედი დიქტატორული კონსტიტუციის შეცვლას. მიშას არ უნდა შეეძლოს უპირობოდ დათხოვნა მთავრობისა. ახალი არჩევნები ისევ მერაბიშვილმა არ უნდა ჩაატაროს. როგორც კი ეს იარაღი გამოეცლება მიშას ის დაანებებს თავს "გადატრიალებაზე" ფიქრს.

ეს ხელისუფლება არაა უმოქმედოდ. მე როგორც ვიცი, საკონსტიტუციო უმრავლესობა გროვდება. ისიც ვიცი, რომ "ნაც მოძელთა" რიგებში ყველა არ ეთანხმება მიშას ამ ავანტიურას.

საჭიროა მეტი ზეწოლა (კანონის ფარგლებაში, რა თქმა უნდა), მეტი განხილვა ამ თემისა. კონსტიტუცია ძალიან დიდი ქვორუმით უნდა შეიცვალოს", - წერს რამიშვილი "ფეისბუქზე".

გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა "საქართველოს პატრიოტებს" 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.

"საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია საგარეო კურსზე გვაძლევს საფუძველს, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალია ევროპა. გამოვდივართ ინიციატივით, 19 აპრილს, 16:00 საათზე ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ. მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება", - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს