ინდონეზიური გველების ბიზნესი

ინდონეზიური გველების ბიზნესი

ინდონეზიის პროვინცია იავაში გველების ფერმა გაიხსნა. ფერმა ინდონეზიელს, გვარად უაკირას ეკუთვნის. ქარხანაში ათასობით გველის ტყავი და ხორცი ინახება, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ყიდიან.

ინდონეზიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს გველის ტყავის ჩანთები, ფეხსაცმელები და ქამრები. ქარხანაში მხოლოდ 10 მუშაა დასაქმებული, რომლებიც თვეში დაახლოებით 1 562 დოლარს გამოიმუშავებენ. ადგილობრივებისთვის გველის ტყავის სამოსი იაფად იყიდება, მაგრამ უცხოელებისთვის ღირებულება იზრდება. მაგალითად, ინდონეზიელი საშუალო ზომის ჩანთას 15 დოლარად იყიდის, დასავლური მოდის სახლის წარმომადგენელი კი - 4 000 დოლარად.

გველებს ადგილობრივები იჭერენ და შემდეგ მათ ფერმის ხელმძღვანელი ყიდულობს. ფასი გველის ზომის მიხედვით იზრდება, შესაბამისად, ქვეწარმავალზე მონადირენი სიცოცხლეს საფრთხეშიც კი იგდებენ. მოგვიანებით ფერმის მუშები გველებს ატყავებენ, ტყავს აშრობენ, სამოსს კერავენ და ყიდიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს