პრინცი უილიამი ქეით მიდლტონს ამწარებს

პრინცი უილიამი ქეით მიდლტონს ამწარებს

კემბრიჯის ჰერცოგინიას ცხოვრებას მეუღლე უმწარებს. უილიამს ნამდვილი პარანოია დაეწყო და ცოლის ჯანმრთელობაზე გადამეტებულად ზრუნავს, რაც ქეით მიდლტონს აღიზიანებს.

უილიამმა მეუღლეს კარიბის ზღვაზე დასვენება არ აცალა და არდადეგები ჩაუშხამა.

"ქეითს უხაროდა, რომ შვილის გაჩენამდე დასვენებას შეძლებდა, მაგრამ უილიამი გიჟივით იქცეოდა. მას ეშინოდა, რომ ადგილობრივი საკვებით ქეითი დაავადდებოდა", - აცხადებს წყარო.

გარდა ამისა, ბრიტანეთის პრინცმა კარიბის ზღვაზე გაძლიერებული დაცვა წაიყვანა. დაცვის რამდენიმე წევრს მზარეულების კონტროლი დაევალათ. უილიამმა სპეციალურად ქეითისთვის ბრიტანეთიდან რამდენიმე ყუთი სასმელი წყალიც ჩამოატანინა. მისი აზრით, ადგილობრივ წყალს ქეითის, ან ნაყოფის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედება შეეძლო.

"მის სიგიჟეს ქეითი ჭკუიდან გადაყავდა. ცდილობდა, მისი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, მაგრამ როდესაც უილიამმა ქეითს მის მშობლებთან ერთად, ადგილობრივ სწრაფი კვების ობიექტში წასვლა და სადილი აუკრძალა, ჰერცოგინია მდგომარეობიდან გამოვიდა. უილიამი ნერვიულობდა, რომ ამ რესტორანში საკვების მომზადების პროცესს ვერ გააკონტროლებდა!" - აცხადებს წყარო.

"მართალია, ქეითი ძალიან აფასებს მეუღლის ზრუნვას და ყურადღებას, მაგრამ უილიამის პარანოიამ მას არდადეგები ჩააშხამა", - წერს Showbiz Spy.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს