სახანძრო კიბე - ერთადერთი გზა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად

სახანძრო კიბე - ერთადერთი გზა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის სამუსიკო სკოლაში 71 ბავშვი სწავლობს. აქ მოსწავლეები და მასწავლებლები ახლომდებარე სოფლებიდანაც დადიან. სკოლის დირექტორის ლელი კუპრაძის თქმით, აწყურის სამუსიკო სკოლა ხუთ სოფელს, ტყემლანას, საყუნეთს, ზიკილიას, აგარასა და გიორგიწმინდას ემსახურება. თუმცა, უკვე ორი წელია რაც ტყემლანაში მცხოვრები ბავშვები აწყურში ვეღარ დადიან, რადგან სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტი აღარ მოძრაობს.

აწყურის სამუსიკო სკოლა გასული საუკუნის 70-იან წლებში გაიხსნა. ინსტრუმენტები, რომელიც იმ პერიოდში ახალციხიდან ჩამოიტანეს, ახლა უკვე მოძველებულია. შენობაში, რომელიც ამორტიზებულია, ექვსი კაბინეტი, სამასწავლებლო და ერთი დარბაზია. სახურავი შესაცვლელია,  წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩადის. პირველ სართულზე რიტუალების სახლია გაკეთებული, რის გამოც ცენტრალური კიბე გაუქმებულია. ამიტომ, მეორე სართულზე ასასვლელად მოსწავლეები შენობის გარეთ არსებულ სახანძრო (რკინის) კიბით სარგებლობენ. სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზამთარში ამ კიბით სიარული განსაკუთრებით საშიშია. სახანძრო კიბე - ერთადერთი გზაა აწყურის სამუსიკო სკოლაში შესასვლელად.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა