კირვალიძის მეგობარი გორელ კერძო ტრაქტორისტებს პასუხობს

 კირვალიძის მეგობარი გორელ კერძო ტრაქტორისტებს პასუხობს

გორის რაიონის სოფელ შინდისში მდებარე ფერმერთა ცენტრის, ინდმეწარმე "დ. თვალიაშვილი" -ს მიმართ კერძო ტრაქტორისტებს პრეტენზიები აქვთ. კერძო ტრაქტორისტების განცხადებით, "დ. თვალიაშვილის" უკან სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის მეგობარი ზაქრო მაზმიშვილი დგას, რომელიც უფასო სასოფლო-სამეურნეო ბარათებით მუშაობაში ჩართვის უფლებას კერძო მეწარმეებს არ აძლევს. როგორც ცნობილია, სამინისტრომ ფერმერთა მეურნეობის ცენტრს ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის მიხედვით, ინდმეწარმე "თვალიაშვილს" გლეხებისთვის და ფერმერებისთვის მოხვნითი სამუშაოების წარმოების უფლება მიეცა. ამასთან, ტარქტორისტები ამტკიცებენ, რომ მაზმიშვილს საკუთრებაში 200 ჰა-ზე მეტი ფართობი მიწა აქვს და თანაც თავის ნათესავებზე გაფორმებული.

ფერმერთა ცენტრის თანამშრომელი, ზაქრო მაზმიშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა კირვალიძესთან მეგობრობას არ უარყოფს. მას "ნაციონალურ მოძრაობას"-თან კავშირშიც ადანაშაულებენ, თუმცა ის რომელიმე პარტიასთან ურთიერთობას გამორიცხავს.

"რაც გამაჩნია, მე ეს ნაკვეთები ნაყიდი მაქვს, არავის უჩუქებია. მაგრამ ვისაც ადრე გაღვიძება ეზარება და მუშაობა არ უყვარს, ის ჩემი წარმატებით უკმაყოფილოა. მე 1999 წელს გორის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი ვიყავი. დავით კირვალიძე მაშინაც სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, ვიცნობ მას. 2008 წელს, ომის დროს, როდესაც ოჯახით სოფელი დავტოვეთ, კირვალიძემ შეგვიფარა. დღესასწაულების დროს ყოველთვის ვურეკავ და დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს", - ამბობს მაზმიშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა