ოზურგეთის ახალ პროკურორად, შესაძლოა, ძველი პროკურორის დეიდაშვილი დაინიშნოს

ოზურგეთის ახალ პროკურორად, შესაძლოა, ძველი პროკურორის დეიდაშვილი დაინიშნოს

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში, პროკურორად შესაძლოა, ყოფილი პროკურორის, ია დოლიძის დეიდაშვილი მერაბ მგელაძე დაინიშნოს. მერაბ მგელაძე ოზურგეთელია და ის რამდენიმე წლის წინ გურიის მთავარი პროკურორის, ია დოლიძის მოადგილედ მუშაობდა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სწორედ ია დოლიძე უწევს პროტექციას მგელაძის პროკურორად დანიშვნას. ამავდროულად, ია დოლიძე ყველაზე დაახლოებული პირია ბიძინა ივანიშვილის მეგობარის და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან. "გურია ნიუსის" წყაროს ცნობით, ია დოლიძე დავით დარჩიას თანამდებობის პირების დანიშვნა -განაწილებას ურჩევს და  ის გულის ჯიბეში "სიით" დადის, სადაც ჩამოწერილი აქვს შესაძლო კანდიდატურები.

ია დოლიძე დავით დარჩიასთან ახლო ურთიერთობას არ უარყოფს, თავის დეიდაშვილს, დავით მგელაძეს პროკურორობის საუკეთესო კანდიდატად თვლის, თუმცა თავად კანდიდატურების განხილვის ფაქტს უარყოფს.

"დავით დარჩია ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩვენს ოჯახებს ნათელ-მირონობა აკავშირებს. გულის ჯიბით "სპისოკის" ტარებას ნუ დაიჯერებთ, მე ეს საერთოდ არ მჭირდება. ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე და დღეში 300 კაცის სახელს და გვარს ვიმახსოვრებდი, ასე რომ, "სპისოკი" ჩემთვის არაა საჭირო, ძალიან კარგად ვიცნობ ოზურგეთს და ვიცი თითოეული ადამიანი ვინ არის. რაც შემეხება მე, გეტყვით, რომ ბრძენი კაცი ჭკვიანისგან იმით განსხვავდება, რომ "ერთ მდინარეში ორჯერ არ შედის", - ამას მიხვდება ის, ვინც ჩემი პიროვნებით არის დაინტერესებული და მოდი, ამით დავხუროთ რა, ჩემი თემა", - აცხადებს ყოფილი პროკურორი ია დოლიძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა