ვის ერგება სარვამარტო საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისგან?

ვის ერგება სარვამარტო საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისგან?

კახეთში, იუსტიციის სახლებში ქორწინების რეგისტრაციის მსურველთა რიგები დგას. ძირითადად 35-დან 60 წლამდე ასაკის ქალები და მამაკაცები რეგისტრირდებიან, რომლებიც წლებია დაოჯახებულები არიან. რეგიონში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ქალთა დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურ ქორწინებაში მყოფ 60 წლამდე ასაკის ქალებს 1000 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი უნდა აჩუქოს. ამან 60 წლის ზემოთ მყოფი პენსიონერი ქალების უკმაყოფილება გამოიწვია.

"კაჭრეთიდან ჩამოვედით. გავიგეთ, რომ პრემიერ-მინისტრი ქალთა დღისთვის ვაუჩერებს გვჩუქნის. მე და ჩემს მეუღლეს ხელი არ გვქონდა მოწერილი და წამოვედით, რომ მოვაწეროთ. თუ ქორწინება გაფორმებული არ გვექნება, ვაუჩერს ვერ მივიღებთ. მადლობა ბატონ ბიძინას", - ამბობს გურჯაანის იუსტიციის სახლში ხელისმომწერთა რიგში მდგარი ანა ჯიქურაშვილი.

"ჩვენ რა დავაშავეთ? ამათაც ჩამოგვწერეს? ოჯახში კი გვყვავს ჩემზე უმცროსი ქალიც, მაგრამ მეც რომ მიმეღო, უკეთესი იქნებოდა", - აღნიშნა 67 წლის მაყვალა ქაჩლიშვილმა.

"სარვამარტო საჩუქრების" შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური არ ადასტურებს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა